თავში

"იაშვილში" ბათუმიდან შეყვანილ ორ ბავშვს თირკმელი გაეთიშა 

"იაშვილში" ბათუმიდან შეყვანილ ორ ბავშვს თირკმელი გაეთიშა 
იაშვილში ბათუმიდან  შეყვანილ ორ ბავშვს თირკმელი გაეთიშა 

ბათუმიდან შემოყვანილ ორ ბავშვს თირკმელი აქვს გათიშული - ამის შესახებ report.ge-ს იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.

კლინიკის განმარტებით, ბათუმიდან 9 მცირეწლოვანია შეყვანილი. მათ ნაწლავური ინფექციის გართულება აქვთ. 

"ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაში მკურნალობს ცხრა ბავშვი, მათგან ორი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. მათ თირკმელები გაეთიშათ. ბავშვებს აღენიშნებათ ჰემოლიზურ ურემიული სინდრომი. ეს არის დიარეასთან ასოცირებული ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ნაწლავიური ინფექციის გართულებას. 

დაზუსტებით ვერ გეტყვით გამომწვევ მიზეზს, ეს უკვე არის ჯანდაცვის სამნისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თემა. ამის შესახებ ისინი გააკეთებენ კომენტარს"- განაცხადეს იაშვილის კლინიკაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმში რამდენიმე მცირეწლოვანი სასმელი წყლისგან მოიწამლა. გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს "ბათუმის წყალი".  კომპანიის განცხადებით, სასმელი წყალი ბათუმში მომწამვლელი არ არის და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასმელი წყლით ინფექციური დაავადებები ვრცელდება სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც report.ge-ს "ბათუმის წყალში" განუცხადეს, სასმელი წყლის კონტროლი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ხორციელდება მთელი ქალაქის მასშტაბით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system