თავში

მტირალას ეროვნულ პარკში ხის კოტეჯებს ჩადგამენ

მტირალას ეროვნულ პარკში ხის კოტეჯებს ჩადგამენ
მტირალას ეროვნულ პარკში ხის კოტეჯებს ჩადგამენ

მტირალას ეროვნულ პარკში ხის კოტეჯებს ჩადგამენ. დაცული ტერიტორიების სააგენტომ კოტეჯების მშენებლობისთვის 56 ათასი ლარი გამოყო. კოტეჯი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგიდან დაახლოებით 12 კმ მანძილზე უნდა აშენდეს.

ტენდერის პირობით: ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, აქსპლუატაციაში არ მყოფი, მაღალი ხარისხის და უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს; შესრულებულ სამონტაჟო სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს არანაკლებ 2 წელს, რომლის განმავლობაშიც რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სწავლობენ. ისინი ადგილზე ეცნობიან კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system