თავში

ბოლო ინფორმაცია და კადრები ატენის ხეობიდან - PHOTO - VIDEO

ბოლო ინფორმაცია და კადრები ატენის ხეობიდან - PHOTO - VIDEO
ბოლო ინფორმაცია და კადრები ატენის ხეობიდან - PHOTO - VIDEO

შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

პროცესში დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის მხარეებიდან. 

ცოცხალი ძალის რაოდენობა გაზრდილია 200 მეხანძრე-მაშველამდე. ადგილზე დრონის საშუალებით ხდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი. 

სოფელ ორმოცის მიმდებარედ მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. 

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ. 

,,ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. სოფელ ორმოცთან მუშაობს ეროვნული სატყეო სააგენტოს 15 თანამშრომელი", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system