თავში

იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც თავდამსხმელი ბანკში მიიყვანა - გუბერნატორი

იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც თავდამსხმელი ბანკში მიიყვანა - გუბერნატორი
იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც თავდამსხმელი ბანკში მიიყვანა - გუბერნატორი

პირი, რომელმაც თავდამსხმელი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიიყვანა, იდენტიფიცირებულია და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა.

„ვიცით, რომ ამ პიროვნებას ეცვა სამხედრო ფორმა. არსებობს მონაცემები, რომ უცნობმა პირმა იგი მიიყვანა დასახელებულ ბანკამდე, ხოლო ამ მოქალაქესთან, ვინც ის მანქანით მიიყვანა ბანკთან, სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც სავარაუდოდ შემხებლობა არ ჰქონდა ამ თავდასხმასთან. შემდგომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. გამტაცებელი 500 000 დოლარს, ვერტმფრენს და პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანას ითხოვს. მან სამართალდამცველებს მოთხოვნების შესასრულებლად 2 საათი მისცა, რის შემდეგაც, აცხადებს, რომ მძევლების დახოცვას დაიწყებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system