თავში

კორონავირუსი თბილისის კიდევ ერთ სკოლაში დადასტურდა

კორონავირუსი თბილისის კიდევ ერთ სკოლაში დადასტურდა
კორონავირუსი თბილისის კიდევ ერთ სკოლაში დადასტურდა

თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი ერთ-ერთ მოსწავლესა და სკოლის თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სკოლა ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ დღეს, დღის პირველ ნახევარში, თბილისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა COVID-19. მოსწავლე სკოლაში არ დადიოდა ერთი კვირის განმავლობაში. COVID-19, დღის მეორე ნახევარში, დაუდასტურდა სკოლის თანამშრომელსაც. იგი სკოლაში არ გამოცხადებულა ერთი კვირაა. აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწავლა გაგრძელდეს დისტანციურ რეჟიმში. გისურვებთ ჯანმრთელობას!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლესაც. თუმცა აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 10225-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. სულ გარდაცვლილია 66 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი და სულ, განკურნებულთა რაოდენობა 5 553-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system