თავში

იძლევა თუ არა ამირან გამყრელიძე ე.წ კომენდანტის საათის მოხსნის რეკომენდაციას

იძლევა თუ არა ამირან გამყრელიძე ე.წ კომენდანტის საათის მოხსნის რეკომენდაციას
იძლევა თუ არა ამირან გამყრელიძე ე.წ კომენდანტის საათის მოხსნის რეკომენდაციას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს ე.წ კომენდანტის საათის მოხსნის რეკომენდაციას ამ ეტაპზე ვერ მისცემს, - ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ კომენდანტის საათთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუმცა გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, რადგან ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ასეულს აღწევს.

„ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი მიუხედავად იმისა, რომ მცირდება 17 მაისის შემდეგ, მაინც რამოდენიმე ასეულის ფარგლებშია და ამიტომ ჯერჯერობით ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ მისცემს რეკომენდაციას, თუმცა გიდასტურებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოზე ამაზე მსჯელობა მიდის", - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system