თავში

იძულებით გადაადგილებულ 360 ოჯახს ბინას გადასცემენ

იძულებით გადაადგილებულ 360 ოჯახს ბინას გადასცემენ
იძულებით გადაადგილებულ 360 ოჯახს ბინას გადასცემენ

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 360 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემენ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი შენობა იხურება.

დღეს, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system