თავში

იძულებულები გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

იძულებულები გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
იძულებულები გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში საკმაოდ შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადის ტარება და შესაბამისად მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი, აუცილებელი ღონისძიება და პრევენციაა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირბადის ტარება აუცილებელია და წესების დაცვაზე ყველამ უნდა იზრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეული შეზღუდვების შემოღება ისევ გახდება საჭირო. 

„ჩვენ შევამსუბუქეთ შეზღუდვები. ეს ყველა ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას ეკონიმიკა. მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გაუარესდება სიტუაცია, იძულებულები გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ და რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი კონტროლი სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system