თავში

იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დღეს ჩამოიტანენ

იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დღეს ჩამოიტანენ
იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დღეს ჩამოიტანენ

საქართველოში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს დღეს ჩამოიტანენ. როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალს მომლოცველები არ დაესწრებიან. მსოფლიოს მართლმამდიდებლური ეკლესიებიდან ქრისტეს საფლავზე მხოლოდ 15 წარმომადგენელი დაიშვება. 

სპეცრეისების მგზავრებს, რომლებმაც ცეცხლი საკუთარ ქვეყნებში უნდა წაიღონ, თვითმფრინავის დატოვების უფლება არ ექნებათ. მათ ცეცხლს ადგილზე მიაწოდებენ. 

იერუსალიმში ამ მიზნით ჩავლენ საბერძნეთის, რუსეთის, უკრაინის, სერბეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და საქართვლოს ეკლესიების წარმომადგენლები. 

ქრისტეს საფლავიდან ცეცხლს ადგილობრივი დროით 13:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში გამოიტანენ. 

აღდგომას მართლმადიდებლური სამყარო ხვალ, 19 აპრილს აღნიშნავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system