თავში

იგეგმება თუ არა რობერტ სტურუას გათავისუფლება - თეა წულუკიანის კომენტარი

იგეგმება თუ არა რობერტ სტურუას გათავისუფლება - თეა წულუკიანის კომენტარი
იგეგმება თუ არა რობერტ სტურუას გათავისუფლება - თეა წულუკიანის კომენტარი

საქართველოს კულტურის მინისტრის განცხადებით, რობერტ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება. 

თეა წულუკიანის თქმით, გაცხადდა, ისიც რომ რობერ სტურუა "რუსთაველის თეატრის" დატოვებას არ აპირებს.

"ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით მე პირდაპირ გეტყვით როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ასევე გაცხადდა მისივე გადაწყვეტილება, რომ ის წასვლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი, თუ ჰყავს და ჩვენ ყველამ, პირველ რიგში მსახიობებმა და ჟურნალისტებმა უნდა მივცეთ საშუალება, რომ იმუშაოს და იმოღვაწეოს, იმიტომ, რომ ეს არის მისი საქმე," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ბესო ზანგურს თეატრის დატოვებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, გადაცემა ,,ფარულ კონვერტში" მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა.

ბესო ზანგური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

საჯარო განცხადების შემდეგ მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბესო ზანგური "რუსთაველის თეატრის" მსახიობია. თეატრმა მაყაშვილის ინტერვიუს შემდეგ მოკლე განცხადება გაავრცელა და ძალადობა დაგმო, თუმცა მსახიობი თეატრში დატოვა. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა. მან ბესო ზანგურის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

მომხდარის შემდეგ ბესო ზანგურს გაემიჯნა მისი სასცენო პარტნიორი, რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილმა, როგორც ინაშვილმა განაცხადა, ის აღარ აპირებს ზანგურთან ერთად ერთ სცენაზე დგომას.

მოგვიანებით ზანგური ძალადობაში კიდევ ერთმა კოლეგამ დაადანაშაულა. რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდი ხნის თეატრალურ უნივერსიტეტში ნახა, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს.

ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა რუსთაველის თეატრმაც და იმ სპექტაკლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system