
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა, განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფოში იმიტირებული ბუნტი იგეგმება.
"იქნება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტის მაღალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელია, რადგან არსებობს გულის გაჩერების რისკი.