თავში

იგეგმება ჩემი და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია - მელაძე

იგეგმება ჩემი და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია - მელაძე
იგეგმება ჩემი და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია - მელაძე

"TV პირველის" გენერალური პროდიუსერი და წამყვანი, ნოდარ მელაძე  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება მისი და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

მელაძე ამბობს, რომ სამთავრობო მედიის ეთერში მსგავსი მასალები შემთხვევით არ ხვდება. 

"გუშინ, ტელეკომპანია "იმედის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა ვრცელი მასალა იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმება ჩემი და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია. მაინტერესებს საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის იყო თუ არა გონივრული ვადა დღეს დილამდე ან ახლა, რომ დაეწყო გამოძიება მისი ქვეყნის მოქალაქის შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით. სამთავრობო მედიის ეთერში ასეთი მასალები შემთხვევით არ ხვდება. სხვა საქმეა ასეთი ინფორმაციები მტკიცებულებების გარეშე რომ გადის ეთერში, ჩვენი ოჯახები რა მდგომარეობაში ვარდებიან, დედაჩემი რა დღეშია...", - თქვა ნოდარ მელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system