თავში

იგეგმება თუ არა "ჩაკეტვა" - რა აჩვენა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ

იგეგმება თუ არა "ჩაკეტვა" - რა აჩვენა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ
იგეგმება თუ არა ჩაკეტვა - რა აჩვენა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერ არსებობს რესურსი, რომ მთავრობამ კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებაზე და "ჩაკეტვებზე" არ ისაუბროს. 

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ტიკარაძე განმარტავს, რომ საბჭოს ახალ შეზღუდვებზე ამ ეტაპისთვის არ უმსჯელია. 

"ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვიასუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. 

რაც შეეხება შეზღუდვებს, ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეზღუდვების გარეშე შევძლებთ დავძლიოთ ის მომატებული რაოდენობა და გავაკონტროლოთ რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system