თავში

იგეგმება თუ არა და რა შემთხვევაში გამოცხადდება ლოკდაუნი - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

იგეგმება თუ არა და რა შემთხვევაში გამოცხადდება ლოკდაუნი - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება
იგეგმება თუ არა და რა შემთხვევაში გამოცხადდება ლოკდაუნი - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს დისტანციურ ფორმატში შეხვდა, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჯანმო მკურნალობის ახალ გაიდლაინს დადებს, საქართველოც შეიტანს ცვლილებებს მკურნალობის პროტოკლში. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ მორიგი ლოკდაუნი აირიდოს. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ჩაკეტვა იქნება ის უკანასკნელი ღონისძიება, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგვსი შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ პოპულაციაში. 

“ბატონ კლუგეს, 6 დეკემბერს აქვს მსოფლიოს წამყვან 53 ექიმთან შეხვედრა, რის შედეგადაც დაიდება ახალი მკურნალობის გაიდლაინები, რასაც საქართველო რა თქმა უნდა გაიზიარებს და შესაბამისად შეიტანს მკურნალობის გაიდლაინებში, რომელიც ეროვნული სტანდარტით ხორციელდება საქართველოში.

ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ თავი ავარიდოთ ლოკდაუნს, ეს არის ყველაზე ბოლო ღონისძიება. ჯანმოს რეგიონალურმა დირექტორმა მოიწონა ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომელიც საქართველოს გააჩნია, რაც შეეხება 60 წელს ზევით მოსახლეობის წახალისებას, ვინაიდან მისი აზრითაც მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია ამ სეგმენტში იყოს სულ მცირე 90%-მდე, ვინაიდან სწორედ ეს გახლავთ იმ წარმატების საწყისი, რითიც ჩვენ შევძლებთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის, რეანიმაციაში პაციენტების განთავსების

შემცირებას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ლეტალობის მაჩვენებლებზე“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ექიმების დატვირთულობის მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ექიმების გადაღლილობა და განვახორციელოთ ამაზე კონტროლი. ამ პირობებში ექიმები არიან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჰანს კლუგე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე რეფორმას, რაც გულისხმობს ციფრული ჯანდაცვის დანერგვას პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მხარს უჭერს ამ რეფორმას და მზად არიან უფრო აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

სად რამდენი ინფიცირებული გამოვლინდა - განაწილება რეგიონების მიხედვით იხილეთ ბმულზე.

ნახეთ, რამდენი მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტია საქართველოში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system