თავში

იგეგმება თუ არა მიხეილ სააკაშვილის გაწერა გორის ჰოსპიტლიდან - ეკატერინე ტიკარაძის განმატება

იგეგმება თუ არა მიხეილ სააკაშვილის გაწერა გორის ჰოსპიტლიდან - ეკატერინე ტიკარაძის განმატება
იგეგმება თუ არა მიხეილ სააკაშვილის გაწერა გორის ჰოსპიტლიდან - ეკატერინე ტიკარაძის განმატება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაწერა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ამ ეტაპზე არ იგეგმება. 

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მას მკურნალობა უტარდება და საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ჰოსპიტალში დარჩება. 

"ჩვენ ვეყრდნობით ექიმების დასკვნებს, ვაკეთებთ ამ დასკვნების ანალიზს, რა თქმა უნდა, გავდივართ ძალიან ბევრ კონსულტაციას ყველა ჭრილში და შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს ექიმებმა ვერ შეძლონ და ვერ მართონ იმ პაციენტის საჭიროებები, რომელიც შიმშილობს, და არ ჰქონდეთ საკმარისი კომპეტენციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი კონსულტაცია არ გაგვივლია იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო პაციენტის გადაყვანა უცხოეთში, იქ მისი მკურნალობის გაგრძელების მიზნით.

ვინაიდან, პაციენტი გორის ჰოსპიტალში მოთავსების დღიდან იმყოფება თერაპიულ საწოლზე და ექიმებმა ალბათ იციან თუ რას ნიშნავს თერაპიული კოდით თერაპიულ საწოლზე პაციენტის მკურნალობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ეტაპზე ისე ვმართეთ პაციენტის ჯანმრთელობა, რომ მის სიცოცხლეს არანაირი რისკი არ შექმნია. მომავალშიც ჩვენი ექიმები გააგრძელებენ შესაბამის მუშაობას და ამის რისკი არ დადგება.

როდის გაწერენ, ეს ჩემი მხრიდან იქნება რთული სათქმელი, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი. ამ ეტაპისთვის გაწერა არ იგეგმება, ვინაიდან გარდა კვების აღდგენისა, პაციენტს ასევე სხვა საჭიროებები აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ის ჩაითვალოს სრულად ჯანმრთელად, ამის შემდეგ კი გაეწეროს,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system