თავში

იგეგმება თუ არა მორიგი "ლოკდაუნი" - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

იგეგმება თუ არა მორიგი "ლოკდაუნი" - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
იგეგმება თუ არა მორიგი ლოკდაუნი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

"ბევრს აინტერესებს, ხომ არ გეგმავს სახელმწიფო შეზღუდვების განახლებას ან ლოკდაუნის დამოუკიდებლად გამოცხადებას – არა", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება საჭიროც არის, თუმცა, ყველაფერი ტურისტულ სეზონსა და ქვეყნის ეკონომიკას მტკივნეულად დაარტყამს, რის გამოც, ამ დროისთვის შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

"შეიძლება, საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, ე.ი. მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს, ჯერ სახელმწიფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ არანაირი მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნები არ განაახლოს. რადგან, როგორც იქნა ქვეყანამ ამოისუნთქა, საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა აღინიშნება და ტურისტული სეზონიც საკმაოდ წარმატებულია. ყველაფერი ამის უკან შებრუნება ძალიან მტკივნეული იქნება ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისა და ხალხისთვის. ამიტომ, ქვეყანა ამ გაზრდილი მობილობის პირობებშიც არ გეგმავს ჯერ შეზღუდვებს",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system