თავში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 პაციენტის პასუხი მიიღეს, მათ შორის სამი ჯარისკაცის - VIDEO

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 პაციენტის პასუხი მიიღეს, მათ შორის სამი ჯარისკაცის - VIDEO
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 პაციენტის პასუხი მიიღეს, მათ შორის სამი ჯარისკაცის - VIDEO

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან 15 პაციენტის პასუხი მიიღეს, მათ შორის, სამი სამხედრო მოსამსახურის - ყველა მათგანი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამ დროისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ სულ 35 პაციენტია. კორონავირუსის ინფექციით კლინიკაში არცერთი პაციენტი არ იმყოფება. რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, ის გორში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

ლევან გოფოძის განცხადებით, ამ ეტაპზე, კლინიკიდან ,,ლუგარის ლაბორატორიაში" კიდევ 7 პაციენტის ანალიზის ნიმუშს გაგზავნიან, მათ შორის 4 ჯარისკაცის, რომლებიც კლინიკაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით არიან მოთავსებულნი.

ამ დროისათვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 77 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system