თავში

"იგივე ჯოჯოხეთს იმსახურებს, რაც ამ უკარგესმა ბიჭმა ბოლო წუთებში გაიარა" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"იგივე ჯოჯოხეთს იმსახურებს, რაც ამ უკარგესმა ბიჭმა ბოლო წუთებში გაიარა" - ნანუკა ჟორჟოლიანი
იგივე ჯოჯოხეთს იმსახურებს, რაც ამ უკარგესმა ბიჭმა ბოლო წუთებში გაიარა - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ერთია, როცა თავად ირჩევ იყო მკვლელი, ძველი ბიჭი, ქურდული მენტალიტეტი გმართავდეს, საქმეებს არჩევდე, მაგრამ მეორეა, როცა ამ ყველაფრის ნაწილი ხარ, ამ გარემოში დაბადებული, მაგრამ განათლებას იღებ, ვითარდები და უარს ამბობ ყველაფერზე, რაც წესით მემკვიდრეობით გერგო. სხვაა, როცა რადიკალურად სხვა გზას ირჩევ, - ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

"ამ ბიჭმა ეს მოახერხა. მოახერხა ბნელი წრიდან გამოსვლა და ჯერ მხოლოდ 22 წლის ასაკში შექმნა საკუთარი და რაც მთავარია ღირებული, ახალი, ინოვაციური. მოახერხა უარი ეთქვა მამის აჩრდილზე, მაგრამ მაინც მოკლეს!

ვუსურვებ ბნელს და უკუნს ყველას, ვინც ამ ამბავში გარეულია!

და ყველას, ვინც ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანს! ზუსტად იგივე ჯოჯოხეთს იმსახურებს რაც, ამ უკარგესმა ბიჭმა ბოლო წუთებში გაიარა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ის გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირისპირების შემდეგ კი, მან კვარაცხელიას მისამართით 8-9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system