თავში

იხსნება თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა "ბუსტერ" დოზებზე

იხსნება თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა "ბუსტერ" დოზებზე
იხსნება თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა ბუსტერ დოზებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღებაზე შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი მოიხსნას.

"ბუსტერთან დაკავშირებით ახლა რა რეგულაციაც არსებობს, არის ის, რომ 50 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, შეუძლიათ, დღესვე მივიდნენ ამცრელ დაწესებულებაში თუ მათი მეორე აცრიდან გასულია უკვე 6 თვე. აცრა შეუძლიათ იმ ვაქცინით, რომლითაც ჩაიტარეს პირველი ორი აცრა. ან პირველი ორი აცრით ჩატარებული ვაქცინის ნაცვლად მესამე ბუსტერ დოზა გაიკეთონ "ფაიზერით". 

ამ კვირაში კიდე მიმდინარეობს მსჯელობა, ხომ არ არის მიზანშეწონილი მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი, რადგან მაგალითად მწეველების შემთხვევაში ბუსტერ დოზის ეფექტურობა ძალიან მაღალია და ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ასაკობრივად გავმიჯნოთ მწეველი არამწეველისგან. ამდენად, რეკომენდაცია შეიძლება მივცეთ, რომ პირს თუ აქვს რაიმე თანმხლები დაავადება, მან უნდა ჩაიტაროს ბუსტერ დოზა და ექიმთან შეთანხმებით, ნებისმიერი ასაკის პირმა თავად შეძლოს ამ გადაწყვეტილების მიღება", - თქვა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system