თავში

იხსნება თუ არა კომენდანტის საათი - პრემიერის განმარტება

იხსნება თუ არა კომენდანტის საათი - პრემიერის განმარტება
იხსნება თუ არა კომენდანტის საათი - პრემიერის განმარტება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოიხსნება რუსთავსა და გარდაბანში. 18 მაისიდან კი გაიხსნება მარნეული. 

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, იხსნება მარკეტები და მაღაზიები, თუმცა, ეს არ ეხება ტანისამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს. 

როგორც დღეს პრემიერმა განმარტა, მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვების მოხსნისა, კომენდანტის საათი ძალაში რჩება. 

“თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი” – აღნიშნა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, მთავრობას შემუშავებული აქვს 6-ეტაპიანი შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, თუმცა, როგორც გახარიამ აღნიშნა, სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი ხდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და შემსუბუქების პროცესის დაჩქარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system