თავში

იხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი - რა ინფორმაციას ავრცელებს ანდრია ჯაღმაიძე

იხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი - რა ინფორმაციას ავრცელებს ანდრია ჯაღმაიძე
იხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი - რა ინფორმაციას ავრცელებს ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ნინოწმინდის პანსიონის დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონი იხურება, ეს არ ყოფილა დღევანდელი დღის თემა.

საუბარია ვალდებულებაზე, რაც გულისხმობს 2022 წლის 1 აპრილამდე ვალდებულებაზე, რომ დიდი ზომის პანსიონების, კვლავ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ, მცირე ზომის პანსიონებით ჩანაცვლება მოხდებოდა. ეს ახალი არ არის. საუბარია იმაზე, რომ არავითარი აუცილებლობა, ბავშვების პანსიონიდან მყისიერად გადაყვანისა დღეს არ არსებობს, რეფორმირება 2022 წლამდე მოხდება, ამისათვის ზრუნვა უკვე დაწყებულია" - წერს ანდრია ჯაღმიაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system