თავში

ილჰამ ალიევმა შატილის ტრაგედიის გამო საქართველოს მიუსამძიმრა

ილჰამ ალიევმა შატილის ტრაგედიის გამო საქართველოს მიუსამძიმრა
ილჰამ ალიევმა შატილის ტრაგედიის გამო საქართველოს მიუსამძიმრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტს,  სალომე ზურაბიშვილს, შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტობუსის ავარიის შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების გამო. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებს, საქართველოს მეგობრულ ხალხს. დაშავებულებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას,“ - აღნიშნულია ილჰამ ალიევის წერილში.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system