თავში

ილია ფილფანის დედა: 7 დღეა კამერის ჩანაწერები არ შეუმოწმებიათ

ილია ფილფანის დედა: 7 დღეა კამერის ჩანაწერები არ შეუმოწმებიათ
ილია ფილფანის დედა: 7 დღეა კამერის ჩანაწერები არ შეუმოწმებიათ

სვანეთში დაკარგული მოზარდის, ილია ფილფანის დედის თქმით, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ფიქრობს, რომ პოლიცია საკმარისად არ მუშაობს. 

მისი თქმით, პოლიციას ჯერ კიდევ არ შეუმოწმებია კამერები, რომლითაც შეიძლებოდა დადგენა, გაიარა თუ არა ბავშვმა ის გზა.

"მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. რაც შეეხება პოლიციას, მგონია, რომ საკმარისად კარგად არ მუშაობენ. რა ინფორმაციასაც მე ვიღებ, იმის მიხედვით, როგორც მუშაობენ, უბრალოდ წარმოუდგენელია. ჯერ კიდევ არ უნახავთ და არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, იმ ვიდეოკამერების ჩანაწერების შესახებ, რომელთა მიხედვით უნდა გაირკვეს, გაიარა თუ არა ბავშვმა ის გზა. ერთადერთი კამერაა პოლიციის საგუშაგოსთან და 7 დღეა, ჯერ კიდევ არ შეუმოწმებიათ ეს ჩანაწერები. ასე არაფერი გამოვა. ჩემი ქმარი მაშველების კოორდინირებაშია ჩართული. მათთან ერთად ეძებს და ნაცვლად იმისა, ბავშვის ძებნა აცადონ, დაუსრულებლად იძახებენ განყოფილებაში. გუშინ იქ მთელი დღე გაატარა. არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ გამომძიებლის გვერდით იჯდა, რომელიც რაღაც საბუთებს ავსებდა. ჩემი აზრით, ეს მიუღებელია", - განაცხადა ქსენია ფილფანმა, ტელეკომპანია "ფორმულასთან".

ილია ფილფანის დედა ამჟამად დუბაიში იმყოფება და სამძებრო სამუშაოებში უშუალოდ ვერ მონაწილეობს. 

ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში დაკარგულ არასრულწლოვანს მეშვიდე დღეა ეძებენ.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და 80-მდე გაიზარდა პროცესში ჩართული მეხანძრე-მაშველების რაოდენობა.

ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებით. პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system