თავში

ილია ფილფანის ოჯახი ბავშვის მპოვნელს ფულად ჯილდოს გადასცემს

ილია ფილფანის ოჯახი ბავშვის მპოვნელს ფულად ჯილდოს გადასცემს
ილია ფილფანის ოჯახი ბავშვის მპოვნელს ფულად ჯილდოს გადასცემს

სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის მშობლების განცხადებით, მათი შვილის მპოვნელს, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოს სახით 50 000 ლარს გადასცემენ. ამის შესახებ ოჯახმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოჯახის განმარტებით, მიუხედევად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მოზარდს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ, საქმეში ინფორმაცია ნაკლებია. 

„გამოძიება მიმდინარეობს, განიხილავენ ყველა შესაძლო ვერსიას და გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზედა სვანეთს - ლენჯერს, ჯვარსა და მესტიას, სადაც ბავშვი ბოლოს ნახეს. გვსურს გამოვაცხადოთ ჯილდო ჩვენი შვილის მპოვნელისთვის. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმყოფება ახლა ჩვენი შვილი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, მზად ვართ გადავიხადოთ 50 000 ლარი. ნებისმიერი ინფორმაციისათვის რომელიც ბავშვის პოვნაში დაგვეხმარება, ან მიგვითითებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბავშვის გაუჩინარებასთან შესაძლოა კავშირი ჰქონდეს, 30 000 ლარს გადავცემთ. ჩვენი მხრიდან გაძლევთ სრულ გარანტიას ამ ინფორმაციის კონფინდენციალურობის. ვცდილობთ ვისარგებლოთ ყველა შესაძლო საშუალებით რათა ვიპოვოთ ჩვენი შვილი, თუ არსებობს ერთი პროცენტი მაინც რომ საზღვარგარეთაა, გვინდა ეს შესაძლებლობაც გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ილია ფილფანის დედამ, ქსენია ფილფანმა.

ცნობისთვის, ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნდა, ბავშვის პოვნა მას შემდეგ ვერ ხერხდება. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system