თავში

ილია მეორე: ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს

​ილია მეორე: ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს
ილია მეორე: ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამღვდელოებას სოფლის მეურნეობაში ჩართვისკენ მოუწოდა. მან საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ საჭიროა ხალხს ჰქონდეს მაგალითი.

„მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს“, - თქვა პატრიარქმა.

მან ემიგრანტებს კიდევ ერთხელ მიმართა და საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს. ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო“,- განაცხადა ილია მეორემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system