თავში

ილია მეორე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება

ილია მეორე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება
ილია მეორე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმართვა გაავრცელა. წერილში ის ამბობს, რომ საქართველო ორივე ქვეყნის მეზობელი და მეგობარია, რის გამოც დაპირისპირება მტკივნეულია ჩვენთვის. 

დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახანს დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები.

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვეს ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა.

აღვავლენთ ლოცვებს, რაღა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას“, -აცხადებს ილია მეორე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system