თავში

ილია მეორე უკრაინის პრეზიდენტსა და პატრიარქს უსამძიმრებს

ილია მეორე უკრაინის პრეზიდენტსა და პატრიარქს უსამძიმრებს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უკრაინის პრეზიდენტსა და პატრიარქს წერილით მიმართა. მან სამძიმარი გამოთქვა მომხდარი ავიაკატასტროფის გამო. 

"დიდად ვწუხვართ უკრაინაში ა.წ. 26 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალსა დააწესოს ისინი.

გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი და თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წვრებსა და ახლობლებს, მთელ უკრაინელ ხალხს. დაშავებულთ კი ვუსურვებთ ღვთის წყალობით მალე გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია პატრიარქის წერილში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system