თავში

ილია მეორე: ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია

ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია
ილია მეორე: ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაში ბედნიერების შესახებ იქადაგა. მისი თქმით ბედნიერება უფლის კურთხევაა.

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი. ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ დავითის ფსალმუნებს და იქ წერია ეს სიტყვები. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი. ყოველმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა. ლოცვაში, მამაო ჩვენოს რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები – პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. გიფიქრიათ, რატომ ამბობს უფალი მომეც ჩვენ დღეს. ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო, მომავალი და წარსული, ყველაფერი ღვთის ხელშია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია. ერთ დღეს შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი“, – აღნიშნა ილია მეორემ.

კათალიკოს-პატრიარქმა ნაპოლეონის სიტყვებიც გაიხსენა, რომელიც ამბობდა: „დიდებისაგან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია“.

„ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ნაბიჯია დიდისა და მცირეს შორის. ჩვენ უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები სახარების ნიადაგზე. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოწყალება. წყალობა ღვთისა მეტად რთული მოსაპოვარია, წყალობა ღვთისა უნდა დაიმსახუროს ადამიანმა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისთვის. დიდება უფალს და მადლობა უფალს. რთული დროა, მაგრამ ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ ღვთის წყალობისა”,- ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა ერთმანეთის დახმარებისა და თანადგომის საჭიროებაზეც ისაუბრა.

„ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს უშველეთ, ნუ დაუმძიმებთ ცხოვრებას, ისედაც მძიმეა ცხოვრება. პავლე მოციქული ამბობს: „ერთმენთის სიმძიმე იტვირთეთ“. წყალობა ღვთისა იყოს თქვენთან. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. წყალობა ღვთისა სუფევდეს თქვენთან. დალოცვილი იყავით. მშვიდობა, სიხარული და გამარჯვება მოგცეთ ზეციერმა უფალმა“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგობის დღესასწაულზე სამების ტაძარში ბავშვთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system