თავში

ილია მეორემ იერუსალიმის პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა

ილია მეორემ იერუსალიმის პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა
ილია მეორემ იერუსალიმის პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე III-ს აღსაყდრებისდან 15 წლისთავი მიულოცა. ამ შინაარსის წერილი პატრიარქმა დღეს გაგზავნა:

"მის უნეტარესობას, თეოფილე III, პატრიარქს წმინდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა

თქვენო უნეტარესობავ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აღსაყდრების საიუბილეო თარიღს. იერუსალიმის დედაეკლესია, როგორც წმინდა მიწის საყდარი, ყოველთვის განსაკუთრებულად ახლობელი იყო ჩვენი ხალხისთვის, ხოლო მისი მწყემსმთავარი - გამორჩეულად საპატივცემულო. 

თქვენ უკვე 15 წელია ეს პატივი გებოძათ და უფლის წყალობით დღემდე ღირსეულად ტვირთულობთ თქვენს მძიმე, მაგრამ მაცხოვენებელ ჯვარს. 

შევთხოვთ უფალს, მოგმადლოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და შემდგომი წარმატებები თქვენს ფრიად საპასუხისმგებლო საქმიანობაში მართლმადიდებელი სამყაროს საკეთილდღეოდ. 

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით

ილია II", - ნათქვამია პატრიარქის წერილში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system