თავში

ილია მეორისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს - PHOTO

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
ილია მეორისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს - PHOTO

ილია მეორისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე ითქვა, რომ ბოლო დროის ხმაურიანი მოვლენები არა მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევაა, არამედ, მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად უმასპინძლა.

„ბ-ნი ბიძინა შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მისმა უწმინდესობამ, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ბ-ნ ბიძინას და ქ-ნ ეკატერინეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system