თავში

იმ დღეს ვიტირე, რადგან ვხედავ, რომ ექიმები ვეღარ დაგეხმარებიან - მაკა ბულეიშვილი

იმ დღეს ვიტირე, რადგან ვხედავ, რომ ექიმები ვეღარ დაგეხმარებიან - მაკა ბულეიშვილი
იმ დღეს ვიტირე, რადგან ვხედავ, რომ ექიმები ვეღარ დაგეხმარებიან - მაკა ბულეიშვილი

„სხვი­სი ჭირი - ღო­ბეს ჩხი­რი“ - ასე გგო­ნი­ათ ხომ? ეს ყვე­ლას ტკი­ვი­ლი და მწუ­ხა­რე­ბაა, კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ნუ და­დი­ხართ ქუჩა-ქუჩა. და­ე­ტი­ეთ სახ­ლში! - ამის შესახებ სოიალურ ქსელში ექიმმა მაკა ბულეიშვილმა დაწერა.

მისი თქმით, ახლა უმძიმესი პერიოდია და ხედავს, რომ ექიმები პაციენტების ნაწილს ვეღარ დაეხმარებიან. ბულეიშვილი საზოგადოებას ვაქცინაციისა და ნიღბის ტარებისკენ მოუწოდებს. 

"უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მედ­პერ­სო­ნა­ლი, ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ თქვენს დახ­მა­რე­ბას. ახლა გულ­გრი­ლო­ბის დროა? ახლა დროს­ტა­რე­ბის დროა? რას ფიქ­რობთ, რას? ყვე­ლა­ფე­რი ისევ ჩვენს ხელ­შია... დღეს ვი­ტი­რე, უნებ­ლი­ედ ვი­ტი­რე, ვხე­დავ, რომ ვე­ღარ შევ­ძლებთ თქვენს დახ­მა­რე­ბას! თი­თო­ე­უ­ლი თქენ­თა­გა­ნი უძ­ვირ­ფა­სე­სია! სი­ცო­ცხლემ უნდა აჯო­ბოს ამ ჯო­ჯო­ხეთს! გთხოვთ, და­ი­ცა­ვით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი! გთხოვთ, ატა­რეთ ნი­ღა­ბი! გთხოვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ერ­თეთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში! უნდა გა­დავ­ლა­ხოთ ეს უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი. რო­გორ? რო­გორ და უნდა ვიბ­რძო­ლოთ და და­ვუდ­გეთ ერ­თმა­ნეთს გვერ­დში. სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არაა!" - წერს ექიმი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system