თავში

იმ ექიმმა როგორ უნდა იცხოვროს? მის ერთ სიტყვას შეეძლო გადაერჩინა - დავით გაგუა

იმ ექიმმა როგორ უნდა იცხოვროს? მის ერთ სიტყვას შეეძლო გადაერჩინა - დავით გაგუა
იმ ექიმმა როგორ უნდა იცხოვროს? მის ერთ სიტყვას შეეძლო გადაერჩინა - დავით გაგუა

ექიმი დავით გაგუა, 24 წლის ორსულის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ვაქცინაციის შემთხვევაში ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა.

"ვაქცინაცია არ გვაძლევს გარანტას, რომ არ შეგვხდება დაავადება, მაგრამ გვაძლევს საშუალებას, რომ მძიმედ არ გადავიტანოთ, არ მოვხვდეთ რეანიმაციაში, ვისაც დასჭირდება რეანიმაცია, მისი ადგილი არ დავიკავოთ. დღევანდელი მონაცემები ამბობს, რომ აცრის შემთხვევაში გადავრჩებით. 

მე ძალიან განვიცდი, მთელი ცხოვრება ორსულთა სამედიცინო მოვლას შევალიე. განსაკუთრებით გული მტკივა იმაზე, რაც ჩემ სამშობლოში ხდება. ის ორსული აცრილი რომ ყოფილიყო შანსი ექნებოდა გადარჩენილიყო. იმ ექიმმა, რომელმაც უთხრა ორსულად ხარ და არ აიცრაო, როგორ უნდა იცხოვროს? ამ ექიმის ერთ სიტყვას შეეძლო გადაერჩინა. წარმომიდგენია ახლა რა ხდება იმ გოგოს ოჯახში" - ამბობს დავით გაგუა.

მისი თქმით, გარდაცვლილი ორსულების უმეტესობას საკეისრო აქვს ჩატარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მძიმდება და საკეისრო კვეთა ხდება აუცილებელი.

"რასაც ვუყურებთ, უმეტესობას დასჭირდა საკეისრო კვეთა, ესეიგი უკვე იმ მდგომარეობაში შედიან კლინიკაში, რომ ფიზიოლოგიურად არ შეუძლიათ მშობიარობა, ძალაგამოცლილები არიან. სჯობს ავიცრათ და ფიზიოლოგიურად წავიდეს პროცესი, ჰგონიათ, რომ ნაყოფის უსაფრთხოებისთვის არ უნდა აიცრან, სინამდვილეში ასე არ არის, ჯერ ხომ დედა უნდა იყოს კარგად. თუ დედა არ იქნება ჯანმრთელი, ჯანმრთელ შვილს როგორ გააჩენს? ვაქცინაცია გვიცავს, ორსულობა ვაქცინის უკუჩვენებას არ წარმოადგენს" - აღნიშნა დავით გაგუამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system