თავში

იმედაშვილი: 54 წლის ჯანმრთელი მამაკაცი კორონავირუსით სახლში გარდაიცვალა

იმედაშვილი: 54 წლის ჯანმრთელი მამაკაცი კორონავირუსით სახლში გარდაიცვალ
იმედაშვილი: 54 წლის ჯანმრთელი მამაკაცი კორონავირუსით სახლში გარდაიცვალა

რეჟისორი და პროდიუსერი დავით იმედაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

იმედაშვილი წერს, რომ 54 წლის ჯანმრთელ მამაკაცი კორონავირუსით სახლში გარდაიცვალა.

"ახლობლის ბიძაშვილს, 54 წლის ჯანმრთელ მამაკაცს კოვიდი დაუდასტურდა. საავადმყოფოში არ გადაიყვანეს და გუშინ სახლში გარდაიცვალა. მამაკაცი გუშინვე დაკრძალეს. გარდაცვლილის ნათესავი ოცნების შტაბში წაიყვანეს სადაც უთხრეს ხარჯებს ჩვენ დავფარავთო. ხო არ მოგესმათ! ოცნების საარჩევნო შტაბში ჭირისუფალი მიიყვანეს! როგორც ჩანს ჭირისუფალ მამაკაცს ამის გამო სახეზე სიხარული ვერ შეატყეს და დღეს როდესაც ოჯახმა ბინის დეზინფექციაში დახმარება ითხოვა, პასუხად მიიღეს, რომ ეგ სერვისი ფასიანია," - წერს დავით იმედაშვილი Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system