თავში

"იმედი გვაქვს, რომ წელს პანდემია უნდა დასრულდეს" - გამყრელიძე

"იმედი გვაქვს, რომ წელს პანდემია უნდა დასრულდეს" - გამყრელიძე
იმედი გვაქვს, რომ წელს პანდემია უნდა დასრულდეს - გამყრელიძე

"იმედი გვაქვს ყველას, რომ წელს პანდემია უნდა დასრულდეს და გადავიდეს ენდემიურ ფორმაში, ვირუსი, ცხადია, არსად გაქრება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოოდ, პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის.

"ამ ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, წესით და რიგით, თუ ის ემორჩილება ევოლუციურ კანონებს, რასაც რესპირაციული ვირუსები ემორჩილებიან, უნდა დასრულდეს. არსებობს ბევრი მოცემულობა, რომ შესაძლოა, ეს იყოს პანდემიის დასრულების დასაწყისი, მაგრამ რა თქმა უნდა, ამან არ უნდა გაგვათამამოს. ეს გზა ისევ და ისევ ვაქცინაციაზე გადის. დასრულდება და ნაკლებ ზიანს მოუტანს იმ ქვეყნებს, სადაც ვაქცინაციის მაქსიმალური მოცვა იქნება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system