თავში

იმედი გვაქვს, საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან - დეგნანი

იმედი გვაქვს, საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან - დეგნანი
იმედი გვაქვს, საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან - დეგნანი

„ბევრი პრიორიტეტული თემაა, რომელთან დაკავშირებითაც უკვე ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად. რა თქმა უნდა, მათ შორისაა კორონავირუსზე რეაგირება და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისივე შეფასებით, ვაქცინაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს.

„შეერთებულ შტატებში დიდ წარმატებას მივაღწიეთ ამ კუთხით. ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტზე მეტი უკვე აცრილია. მეც ავიცერი. ჩემი მოზარდი შვილებიც აიცრნენ. ამ პროცესს, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისა და კონკრეტულად სასკოლო დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობად და მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზად მივიჩნევთ. კარგი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ყოველივე ამაზე“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system