თავში

იმედი მაქვს, სრულად გამოიძიებენ მომხდარს - დმანისის მერი

იმედი მაქვს, სრულად გამოიძიებენ მომხდარს - დმანისის მერი
იმედი მაქვს, სრულად გამოიძიებენ მომხდარს - დმანისის მერი

დმანისის მერის გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, ქალაქ დმანისში დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა.

გიორგი ტატუაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და იმედი აქვს რომ საგამოძიებო სტრუქტურები მომხდარს სრულად გამოიძიებენ.

"ასეთი რაღაც ჩემი 4 წლიანი მერობის პერიოდში პირველად ვნახე. ასეთი რამ არ ყოფილა არასდროს და არც იქნება სამომავლოდ, დარწმუნებული ვარ. პოლიცია არის ჩართული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ეს ეთნიკურ ჭრილში ნამდვილად არ არის, დმანისში ეგეთი რამ არ ხდება. ახლა შეიძლება რაღაც გაუგებრობა მოუვიდათ ერთმანეთში. დაპირისპირების შემდეგ, კადრებშიც ჩანს, რომ ხალხი დაიშალა, მას შემდეგ არავინ ყოფილა.ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი, ვიღაცას ეტყობა აწყობს, რომ სპეკულაცია მოახდინოს ეთნიკურ, ან კუთხურ ნიადაგზე, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. დმანისში ძალიან მეგობრულად ვცხოვრობთ, ყველა ერთმანეთს უფრთხილდება და ვმეგობრობთ და იმედი მაქვს, საგამოძიებო სტრუქტურები სრულად გამოიძიებენ და ვინც პასუხისგებაში არის მისაცემი, მისცემენ პასუხისგებაში.  ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა",- აცხადებს დმანისის მერი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.

დმანისის პოლიციის განყოფილებაში, გუშინ მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების გამოკითხვა, ამ დრომდე, გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system