თავში

"იმედიანად ვუყურებ მომავალს" - ედუარდ სააკაშვილმა მამა მოინახულა

"იმედიანად ვუყურებ მომავალს" - ედუარდ სააკაშვილმა მამა მოინახულა
იმედიანად ვუყურებ მომავალს - ედუარდ სააკაშვილმა მამა მოინახულა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა უფროსმა ვაჟმა მოინახულა. როგორც ედუარდ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, მიხეილ სააკაშვილს სისუსტის მიუხედავად ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი აქვს.

"სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა არის ფსიქოლოგიურად ფორმაში და აქვს სურვილი რომ დაესწროს პროცესს და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა ექნება" - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა. 

მესამე პრეზიდენტის შვილის თქმით, მამასთან პოლიტიკაზე არ უსაუბრია.

"სასიამოვნო შეხვედრა იყო და იმედიანად ვუყურებ ახლო მომავალს. პოლიტიკაზე არ გვისაუბრია" - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system