
იმერეთის გუბერნატორი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია Report.ge-ს გუბერნატორის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათვე ცნობით, ზვიად შალაბერიძე მკურნალობას სახლში განაგრძობს.
"ზვიად შალამბერიძეს გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი, მკურნალობას გადის სახლის პირობებში. თავს გრძნობს სტაბილურად და განსაკუთრებულად გამოხატული არანაირი სიმპტომი არ აქვს", - განუცხადეს Report.ge-ს გუბერნატორის პრესსამსახურში.