თავში

საგანგებო მდგომარეობა ქუთაისში - იმერეთში სტიქიას ებრძვიან

იმერეთში სტიქიას ებრძვიან
საგანგებო მდგომარეობა ქუთაისში - იმერეთში სტიქიას ებრძვიან

დატბორილი სახლები, დახოცილი შინაური ცხოველები, განადგურებული სახნავ სათესი მიწები- ქუთაისში სტიქიას ებრძვიან.

ძლიერი წვიმის გამო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა ქუთაისის მერია.

როგორც report. ge-სთან ადგილობრივები აცხადებენ ქალაქში ფეხით და მანქანით გადაადგილება შეუძლებელია.

უხვი ნალექის შედეგად, გორას დასახლებაში დაიბზარა სახლები. განადგურდა შინაური ცხოველები და ფრინველი, ასევე სათესი მიწები. დატბორილია ყველა ცენტრალური ქუჩა.

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

„60-ზე მეტი შეტყობინებაა შესული 112-ში. პარალელურად მუშაობს ჩვენი ცხელი ხაზიც. დავთვლით სრულ ზარალს რაც თითოეულ ოჯახს მიადგა. ძირითადად დაზიანებულია სახლის სარდაფები. არავის მოუწევს გარეთ დარჩენა“, - განაცხადა ჭიღვარიამ.

ქუთაისში დილიდან წვიმს, თუმცა ნალექის დიდი რაოდენობა ქალაქში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system