თავში

იმის მაგივრად ქორწილის სუფრას ვრთავდე, შენი საფლავის მოვლის საშინელება მხვდა წილად - ბაჩალიაშვილის დედა

იმის მაგივრად ქორწილის სუფრას ვრთავდე, შენი საფლავის მოვლის საშინელება
იმის მაგივრად ქორწილის სუფრას ვრთავდე, შენი საფლავის მოვლის საშინელება მხვდა წილად - ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.  

"თამარობას გილოცავ დე! ჩემო სიცოცხლით დაუტკბობელო შვილო. შენ დედოფლობა დაგმშვენდებოდა მაგრამ ვინ გაცალა? ბოროტმა ძალებმა წამართვეს შენი თავი. იმის მაგივრად ქორწილის სუფრას ვრთავდე შენი საფლავის მოვლის საშინელება მხვდა წილად.როდემდე უნდა მტანჯავდეს უშენობა და უსამართლობა," - წერს თეონა თამაზაშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იყო დაბარებული.

15 დეკემბერს, ოჯახის ადვოკატი, report.ge-სთან საუბარში აცხადებდა, რომ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებამ, თვითკვლელობამდე მიყვანის მუხლით, საქმე დასასრულისკენ წაიყვანოს. მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა მითითებებით არის შესრულებული და მრავალჯერ შეცვლილ, უსაფუძვლო ჩვენებებს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system