თავში

,,იმიტომ შევზღუდეთ, რომ იქ იყო გავრცელების შემთხვევები" - მეზვრიშვილი

,,იმიტომ შევზღუდეთ, რომ იქ იყო გავრცელების შემთხვევები" - მეზვრიშვილი
,,იმიტომ შევზღუდეთ, რომ იქ იყო გავრცელების შემთხვევები - მეზვრიშვილი

ჩვენ, რესტორნები, თბილისში, 22:00 საათიდან იმიტომ არ შეგვიზღუდავს, რომ თბილისს ვერჩოდით რამეს. რესტორნები, 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ხალხმა გადაწყვიტა, რომ გართობა გაეგრძელებინა მცხეთაში, რის გამოც, შეზღუდვები დაწესდა მცხეთაშიც.

„ჩვენ, რესტორნები, თბილისში, 22:00 საათიდან იმიტომ არ შეგვიზღუდავს, რომ თბილისს ვერჩოდით რამეს. რესტორნები, 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები და ამით იყო ეს ყველაფერი განპირობებული. ხალხი ადგა და უბრალოდ გადაწყვიტა, რომ გართობა გაეგრძელებინა მცხეთაში. იმედი გვაქვს, რომ ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები დადგენილი წესების მიმართ აღარ იქნება“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ცნობისთვის, მცხეთის მუნიციპალიტეტში დღეს, 22:00 საათიდან, რესტორნები დაიკეტება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system