თავში

იმნაძე: Covid 19-ის ახალი შტამის 3 სავარაუდო შემთხვევიდან 2 არ დადასტურდა

იმნაძე: Covid 19-ის ახალი შტამის 3 სავა შემთხვევიდან 2 არ დადასტურდა
იმნაძე: Covid 19-ის ახალი შტამის 3 სავარაუდო შემთხვევიდან 2 არ დადასტურდა

საქართველოში გამოვლენილი Covid 19-ის სამი შემთხვევიდან, რომელზეც სპეციალისტებმა ეჭვი მიიტანეს, რომ შესაძლოა ისინი ვირუსის ახალი შტამი ყოფილიყვნენ, ორის ლაბორატორიული დასკვნის პასუხი გახდა ცნობილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მესამე ანალიზის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

"საქართველოში სამი შტამი იყო საეჭვო, ამ სამიდან ორი უარყოფილია, არ დადასტურდა, ერთის კვლევა კიდევ მიმდინარეობს და ხვალისთვის უკვე იქნება საბოლოო შედეგი.

საბედნიეროდ, ამ ახალ შტამს სიმძიმე არ მომატებია, ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის უჯრედში, ამიტომაც უფრო გადამდებია. უკვე არსებული შტამებისგან სიმძიმით არ განსხვავდება",- განაცხადა იმნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system