თავში

იმნაძე: დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება

იმნაძე: დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება
იმნაძე: დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება

თუ ქვეყანაში ასეთი რამდენიმე წერტილი გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„სოფელ ლენჯერის შემთხვევასთან დაკავშირებული 30 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 შემთხვევა უკვე თბილისში მყოფ ადამიანებს დაუდასტურდა. გუშინ იქ 400-ზე მეტი ტესტი ჩატარდა და ამ 400-დან არის ეს 12 ახალი შემთხვევა. 600-მდე ტესტის ნიმუში უკვე ქუთაისშია, 400-ზე მეტი კი ზუგდიდში, დაწყებულია მათი შესწავლა. გამოკვლევები დღესაც მიმდინარეობს – გუშინ ეს იყო 4 სოფელში, დღეს კი არეალი გაფართოვდება. ამასთან ერთად, კიდევ ერთი ჩვენი ჯგუფი იმყოფება ყაზბეგის რაიონში. 3 ადამიანია იქ ინფიცირებული და, საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტი არაა. იქაც მიმდინარეობს კვლევა და დღეს ჩამოვა ყველა ნაცხი. 30 შემთხვევა დაკავშირებული ერთ კერასთან ეს არის ძალიან ბევრი, ამიტომ ის ღონისძიებები რაც გატარდა მესტიის მუნიციპალიტეტში ოპერატიულად იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მაქსიმალურა დმომხდარიყო შეკავება, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეთ, რომ თუ ასეთი ქვეყანაში რამოდენიმე წერტილში გაჩნდება დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, იმიტომ, რომ არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ასეთი ცალკ-ცალკე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები" - განაცხადა იმნაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system