თავში

იმნაძე: გთხოვთ, ფარები სწორად გამოიყენეთ

იმნაძე: გთხოვთ, ფარები სწორად გამოიყენეთ
იმნაძე: გთხოვთ, ფარები სწორად გამოიყენეთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, სამედიცინო ფარების მოხმარება გარკვეული წესების დაცვას საჭიროებს. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველოში აღნიშნული ფარების წარმოება დაიწყეს, თუმცა, მხოლოდ ფარი ადამიანს ვირუსისგან ვერ დაიცავს და საჭიროა მისი პირბადესთან ერთად გამოყენება. იმნაძის განმარტებით, ფარი აუცილებლად უნდა იცავდეს სახეს და არ იყოს მაღლა აწეული.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან, საქართველოში, უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების, რაც ძალიან სასიხარულოა, ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. ჯერ ერთი მარტო ფარი ვერ იცავს, ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად. ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს, ფარიც უნდა გვეკეთოს და ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული. ამიტომ ჰქვია მას ფარი. ფარი არ არის ქუდი, ანუ არ უნდა იყოს აწეული“ , – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system