თავში

იმნაძე: იმედი გვაქვს, მატება ასეთივე ტემპით გაგრძელდება

იმნაძე: იმედი გვაქვს, მატება ასეთივე ტემპით გაგრძელდება
იმნაძე: იმედი გვაქვს, მატება ასეთივე ტემპით გაგრძელდება

"ინფიცირებულთა მატება, ბოლო ორი დღეა არის 25-29, დიდი იმედი გვაქვს, რომ მატება ასეთივე ტემპით გაგრძელდება",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, რადგან ხვალ იხსნება მთავარობის მიერ დაწესებული რეგულაციების ნაწილი, მას სურს კიდევ ერთხელ მოუწოდოს და უთხრას მოსახლეობას, რომ დღევანდელი მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ მოსახლეობამ შეასრულა რეკომენდაციები.

"თუმცა ასევე ჩანს, რომ სოფელში მაცხოვრებელები, სამწუხაროდ, მაშინ როცა ჩვენ რეკომენდაციებით მოვუწოდებდით მათ, რომ სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებთან საქეიფოდ გადასვლას და მეგობრებში წასვლას. სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას. სამწუხარო შედეგებს დღეს ვიმკით, ის რაც ხდება დასახლებებში. ძირითადად ბოლნისის რაიონში."- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system