თავში

იმნაძე: მარნეულში 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო დადგენილია

იმნაძე: მარნეულში 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო დადგენილია
იმნაძე: მარნეულში 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო დადგენილია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის კორონავირუსით ინფიცირების წყარო პრაქტიკულად უკვე დადგენილია და ის ოჯახის ერთ-ერთი წევრია, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა.

„შეგვიძლია უკვე პრაქტიკულად დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ ინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან. ასე რომ, პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს მისი ინფექცირების წყარო. ახლა საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება. მოგეხსენებათ, გენეტიკურ ანალიზს ვაკეთებთ ჩვენ, რომ დავადასტუროთ ზუსტად, როდის მოხდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ.“ ,- განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული. მოწყობილია 12 საგუშაგო. ასევე მოეწყო საველე ჰოსპიტალი. ორივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. მიმდინარეობს მოსახლეობის შემოწმება ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა. კორონავირუსი აღნიშნული პაციენტის დასაც დაუდასტურდა.

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ის 80 წლის მამაკაცია და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

გარდა ამისა, მარნეულიდან იმერეთის საკარანტინო ზონებში 54 ადამიანი გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system