თავში

იმნაძე: შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთები გამოუშვას

იმნაძე: შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთები გამოუშვას
იმნაძე: შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთები გამოუშვას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ქართული წარმოების პირბადით მივიდა. 

„მერე შეიძლება, დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას, რადგან ასეთი რაღაცეები მოსწონს. დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არსებობს ბაზარზე, რომელიც არის, უფრო სწორად, იყო მსოფლიოში. დღეს ყველგან დეფიციტია. ამას ერთი მხრიდან აქვს ცხვირის ადგილას მონიშნული ანუ ამას ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო, მონიშნული აქვს ის ადგილი ცხვირზე, სად უნდა გაიკეთო. ამიტომ ეს აშკარად უფრო წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე ჩვეულებრივი. ეს არის ანა-ბანა. სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩემი სამსახური, რომელსაც საშინელი სახელი ერქვა საქართველოში და შავი ჭირი ერქვა და ვმუშაობდით არამარტო შავ ჭირზე, არამედ არბოვირუსებზეც. სწორედ ის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის და დასკვნებს გასცემს, ეს რამდენად დამცავია, მისი ხელმძღვანელი არის ბატონი შოთა ცანავა და გელა მგელაძე. ეს ორი ადამიანია, რომელიც თავის დროზე საქართველოში ყვავილის ვირუსზე მუშაობდა - ყვავილის ვირუსზე მუშაობდნენ ასეთი პირბადეებით. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციისგან ძალიან ეფექტურად. ჩვენ ექიმებს ვურჩევთ იხმარონ რესპირატორი 95 ნომერი რომ ჰქვია, მხოლოდ იმ დროს, როდესაც ექიმები ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას ანუ სადაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი, დანარჩენ ყველა შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება გამოიყენოს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system