თავში

იმნაძე: თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი ბავშვები სკოლაში ივლიან

იმნაძე: თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი ბავშვები სკოლაში ივლიან
იმნაძე: თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი ბავშვები სკოლაში ივლიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას ნიღბის ტარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თუ გვინდა ბავშვებმა სკოლაში იარონ, უნდა დავიცვათ რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნები. 

მის თქმით, პროგნოზების გაკეთება რთულია და ბევრი რამ ადამიანთა ქცევაზეა დამოკიდებული.  

"თუ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლაში იარონ, ნიღაბი გავიკეთოთ, ასე ვიაროთ დახურულ სივრცეში და დისტანცია დავიცვათ. 

თუ ასე მოვიქცევით, მაშინ ჩვენი ბავშვები სკოლაში ივლიან. ჩვენ არ უნდა შევუქმნათ რისკი სწავლის დაწყებას. დაუსწრებელი სწავლება დაწყებულია, მაგრამ გვინდა, დავიწყოთ ასე ვთქვათ, დასწრებული სწავლება. 

ყველგან თითო მაკონტროლებელს ვერავინ დააყენებს. ამიტომ, ახლა ჩვენზეა ყველაფერი, ჩვენ როგორ მოვიქცევით. 

პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია. ძალიან ბევრი რამ ადამიანთა ქცევაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, კოვიდს ვერც გავაქრობთ და ვერც მინიმალურ რიცხვებამდე ვეღარ დავიყვანთ. კოვიდი იქნება, მაგრამ თუ ელემენტარულ წესებს დავიცავთ, ნიღბის გაკეთებას და დისტანციას, იქნება ისე, რომ ის არ იქნება ძალიან შემაწუხებელი საზოგადოებისთვის და სამედიცინო დაწესებულებებზე არ იქნება ძალიან დიდი დატვირთვა," - განაცხადა პაატა იმნაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system