თავში

იმნაძე: ზუსტად ისეთივე ავადობაა, როგორც იყო შარშან ამ დროს

იმნაძე: ზუსტად ისეთივე ავადობაა, როგორც იყო შარშან ამ დროს
იმნაძე: ზუსტად ისეთივე ავადობაა, როგორც იყო შარშან ამ დროს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, ინფიცირებულთა მატება მკვეთრი არ არის და ამას საზოგადოების მხრიდან წესების დაცვამაც შეუწყო ხელი.

"სტაბილურია სიტუაცია, მე ასე შევაფასებდი. არ გვაქვს მკვეთრი მატება, საბედნიეროდ. ჩვენი გაანგარიშებით, მოსახლეობამ ცოტა უფრო მეტად დაიწყო წესების დაცვა, ანუ ნიღბების ტარება და დისტანციის დაცვა. რაც ძალიან კარგია და მივესალმებით, მაგრამ საკმარისი არ არის. წინ გველის ზამთარი და მოიმატებს ზამთრის ვირუსები", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის განმარტებით, დაავადებულთა რაოდენობა წელს დაახლოებით იგივეა, როგორც შარშან და შარშანწინ, თუმცა ყველა სხვა ვირუსი გარდა რინოვირუსებისა COVID 19-მა ჩაანაცვლა.

"დღეს გაციებით მიმდინარე დაავადებები, დაახლოებით ზუსტად ისეთივეა, როგორც შარშან და შარშანწინ, ოღონდ ყველა სხვა ვირუსი ჩაანაცვლა კოვიდმა, გარდა რინოვირუსებისა. ანუ, ფაქტობრივად, ზუსტად ისეთივე ავადობაა, როგორც იყო შარშან ამ დროს, შარშანწინ ამ დროს, თუმცა გაციების მაგივრად - კოვიდია," - თქვა იმნაძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 37 263-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, ბოლო 24 საათში, კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 285-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system