თავში

იმნაძე: სამწუხაროდ, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის

იმნაძე: სამწუხაროდ, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის
იმნაძე: სამწუხაროდ, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის

„სამწუხაროდ, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის, ალბათ, მატება კიდევ იქნება", - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებმა რეკომენდაციები უნდა დაიცვან და ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ.

,,ჩვენ რითაც შეგვიძლია, რომ ეს მატება გავაჩეროთ, არის ის, რომ ნიღაბი და დისტანცია შევინარჩუნოთ და ასევე, სახელმწიფოს მიერ დაწესებულ წერტილოვან შეზღუდვებს დავემორჩილოთ.

შეიძლება ვიღაცამ, გაუთვითცნობიერებელმა მოქალაქემ ვერ გაიგოს, თუ რატომ არის ღამე მოძრაობის შეზღუდვა საჭირო, ან სხვა წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ ეს ყველაფერი მტკიცე მეცნიერულ საფუძვლებს ეფუძნება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის შემთხვევების მატებას ამცირებს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქემ იცოდეს, რომ ღამე დაწესებული შეზღუდვა ნიშნავს ადამიანებს შორის არასაჭირო კონტაქტების შეზღუდვას, ეს აზრი დევს ყველა ამ შეზღუდვაში. ეს არის მეცნიერული ფაქტები, თუ რაოდენ ამცირებს დაავადების გავრცელებას ამგვარი შეზღუდვა", - განაცხადა პაატა იმნაძემ ,,მაესტროს" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system